წესები და პირობები

,,წესები და პირობები,, კორექტირდა 01.06.2020_ში.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება www.tehcsource.geზე.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს წესებსა და პირობებს.

როდესაც განახორციელებთ შეკვეთას, თქვენ მიიღებთ ავტომატურ დასტურს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, ეს არ გულისხმობს, რომ თქვენი, საბოლოო, შეკვეთა მიღებულია. შეკვეთის გაფორმების შემდეგ დაგიკავშირდებათ ჩვენი ოპერატორი, რომელიც დაამოწმებს შეკვეთას და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელდება შეკვეთის ტრანსპორტირება. საიტზე, ფასები მოცემულია ლარებში, დღგ-ს გარეშე.

ფასები, შეთავაზებები და აქციები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს, www.tehcsource.geის მიერ.

ვებ-გვერდზე და სხვადასხვა მარკეტ პორტალზე, განთავსებულია, მრავალი დასახელების, მეორადი თუ ახალი, ჩვენი პროდუქცია და არის შესაძლებლობა, მიუხედავად დიდი მცდელობისა, მოხდეს შეცდომით ან განსხვავებულად ფასის, სურათის ან აღწერილობის გამოქვეყნება(მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ასეთი შეცდომებისაგან დაზღვეული იყოს ჩვენი მომხმარებელი). ამ შემთხვევაში www.tehcsource.ge პასუხისმგებლობას არ იღებს ადამიანური შეცდომის გამო. მსგავსი შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში, www.tehcsource.ge იტოვებს უფლებას, დაუყოვნებელივ, დააკორექტიროს შეცდომა, იმ შემთხვევაშიც თუ მომხმარებელს საფასური გადახდილი აქვს. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს ეძლევა საშუალება, გააუქმოს შეკვეთა და უკლებლივ(სრულად) დაიბრუნოს თანხა ან დააკორექტიროს შეკვეთა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი პარტნიორი კომპანიების საწყობებში დაფიქსირდება პროდუქტის წყვეტა და მომხმარებელს საფასური უკვე გადახდილი ექნება, მაშინ საფასური უკლებლივ(სრულად) დაბრუნდება.

მარკეტინგი და კომუნიკაცია.

თუ, თქვენ ბრძანდებით ჩვენი მომხმარებელი, ჩვენ შეგვიძლია გაცნობოთ უახლესი ამბები, ინფორმაცია ახალი პროუქტების შესახებ და სპეციალური შემოთავაზებები, ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

Cart Item Removed. Undo
  • No products in the cart.