გარანტია

პირველ რიგში გვინდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად ვუდგავართ გვერდით ჩვენს ნებისმიერ მომხმარებელს და ვცდილობთ ყოველგვარი უკმაყოფილება აღმოვფხვრათ, რისთვისაც აუცილებელია ორმხრივი და მაქსიმალურად კოლაბორაციული მუშაობა, სხვადასხვა ადამიანური შეცდომებიდან გამომდინარე, რისგანაც არავინ არაა დაზღვეული.

ყურადღებით გაეცანით საგარანტიო პირობებს!

თითოელ განცხადებაში, იქნება მოცემული ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ!

ჩვენს მაღზიაში შეძენილ, უმეტეს, პროდუქტზე მოქმედებს, techsource.ge_ის შიდა, არადეფექტურობის გარანტია, რაც მოიცავს რამოდენიმე სატესტო დღეს. დროთა განმავლობაში იგეგმება საგარანტიო მომსახურების ერთ წლამდე გაზრდა, რომელიც განისაზღვრება პროდუქტის ღირებულების 10%_ით. საგარანტიო პირობების მრავალფეროვნების მიზეზი არის, ფასების ლავირების საშუალება მომხმარებლის სურვილებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

ნივთის შეცვლის ან დაბრუნების პირობები:

ცალსახად, techsource.ge იღებს სრულ პასუხისმგებლობას დეფექტურ ან გაფუჭებულ პროდუქტზე, რომელზეც მოქმედებს საგარანტიო ვადა! პროდუქციაზე, რომელზეც საჭირო გახდება საგარანტიო მომსახურების ამოქმედება, შეიცვლება იდენტური ან შესაბამისი მახასიათებლების/მდგომარეობის პროდუქციით(ამ შემთხევაში, რათქმაუნდა, ჩვენთვის უპირატესია მომხმარებლის კმაყოფილება).

არაკეთილსინდისიერი და უაზრო პრეტენზიები, რომლებიც თავისთავად მიმართული იქნება მხოლოდ ,,მომხმარებლის,, არადამსახურებულ კეთილდღეობაზე, არ დაკმაყოფილდება არცერთ შემთხვევაში!

იმისთვის, რომ შეძენილი ტექნიკის მუშაობა ხანგრძლივი და საიმედო იყოს, გირჩევთ გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები, პროდუქციის ექსპლუატაციის შესახებ.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საგარანტიო შეთანხმება უქმდება, თუ:

  • გასულია საგარანტიო ვადა;
  • საგარანტიო საბუთის(ში): არ წარდგენის; დაზიანების; არაზუსტი ან შესწორებული ტექსტის; გაყიდვის თარიღის, გამყიდველის ბეჭდის და ხელმოწერის არარსებობის შემთხვევაში;
  • მოწყობილობა გამოიყენებოდა არადანიშნულებისამებრ;
  • დარღვეულია მოხმარების/მონტაჟის წესები და არ შეესაბამება ინსტრუქციით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის პირობებს;
  • მოწყობილობაზე არასაგარანტიო სერვისის კვალი აღინიშნება (ნივთის თვითნებურად ან არაოფიციალურ წარმომადგენლებთან შეკეთება);
  • დაზიანება გამოწვეულია გარეგნული/ვიზუალური ცვლილებით, მოწყობილობის სქემის ან პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლით;
  • მოწყობილობის სერიული ნომერი წაშლილია ან შეცვლილი;
  • დაზიანებული, წაშლილი ან დაკარგულია მოწყობილობის სერიული ნომერი, პლომბი, საფიმო ნიშანი;
  • მოწყობილობას აღენიშნება: ვიზუალური, მექანიკური, ელექტრო ან თერმული დაზიანება;
  • მოწყობილობა არ იყო გამოყენებული დანიშნულებისამებრ, სათანადოდ ტრანსპორტირებული, დამონტაჟებული და გამოყენებული მომხმარებლის მიერ;
  • დარღვეული იყო მოწყობილობის ექსპლუატაციისა და შენახვის წესები;
Cart Item Removed. Undo
  • No products in the cart.